საქართველოს და აშშ-ის მოქალაქე მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს

16 ივნისი 2021, 15:00 3633 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის მოქალაქე  ხათუნა  ბრეიზილი მიწის დაბრუნებას ითხოვს.  საუბარია ქობულეთში 9 აპრილის ქუჩაზე 28 ნომერში მდებარე დაახლოებით 1 ჰექტარზე,  რომელიც   მოქალაქის   მტკიცებით, მისი წინაპრების საკუთრებაა და ამას საარქივო მასალებიც ადასტურებს.

მოქალაქის ინფორმაციით, მისივე კუთვნილი ტერიტორია   აჭარის ეკონომიკის სამინისტომ  უკანონოდ მიითვისა, 2 წლის წინ კი იუსტიციის სამინისტრომ  დაახლოებით 1 500  კვადრატულ მეტრ ფართობზე  საზოგადოებრივი ცენტრი ააშენა. იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მოქალაქემ გაასაჩივრა და სადავო ქონებას  სასამართლომ ყადაღა დაადო.

მოქალაქე დაობს იმ  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებზეც,   რომელთა  საფუძველზე სახელმწიფომ სადავო  ქონება  დაირეგისტრირა.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ  ქონება, რაზეც პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამინისტროს საკუთრებაა. თავის დროზე კი მოქალაქემ მიწის  რეგისტრაცია ვერ შეძლო რადგან  ვერ აკმაყოფილებდა სარეგისტრაციო კრიტერიუმები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში