ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს, მათ შორის ახალგაზრდებში - თენგიზ ცერცვაძე 

16 ივნისი 2021, 17:46 1260 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით,  ,,ინდურ შტამზე'' ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ,,ბრიტანული შტამი'' კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში.

„ინდურ შტამზე'' ჯერ არ ვიცით, რადგან მხოლოდ 10 პროცენტია სავარაუდოდ პრევალენტობა, ,,ბრიტანული შტამი'' ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც. მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევებით საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ,,ინდური შტამის'' წინააღმდეგაც ეფექტურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ,,ინდური შტამისგან'' ვაქცინები და კოვიდგადატენილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია,  რომ იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ,,ბრიტანული შტამის'' შემთხვევაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში