განახლებული ბათუმის აეროპორტი

16 ივნისი 2021, 19:28 2034 ნახვა

ტურისტული სეზონი გაიხსნა და აჭარის სანაპირო ზოლში ვიზიტორების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. ქვეყანაში შემოსასვლელად  პისიარ ტესტის აღებაა სავალდებულო. კორონავირუსის პანდემიამ ყველა სექტორს მნიშვნელოვანი კვალი დაატყო, თუმცა ახლა, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ყველა სფეროში აქტიურად მუშაობენ. პაუზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ამჟამად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 15 ავიაკომპანია ოპერირებს. მგზავრთა ნაკადის გამო გაფართოებულ ტერმინალს კი მილიონ 200 ათასი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში