ხანდაზმულთა პრობლემები და ქობულეთის მერიის პასუხი

16 ივნისი 2021, 19:34 982 ნახვა

„ღირსეული სიბერე“ - ეს იმ დღის ცენტრის სახელწოდებაა, სადაც არაერთი მოხუცი იკრიბებოდა, მთელ დღეს ატარებდნენ და როგორც ამბობდნენ  თავს კომფორტულად გრძნობდნენ. არსებობს სიტუაციები როდესაც მოხუცი საკუთარ ოჯახში ვერ ჩერდება და საიმედო ნავთსაყუდელი ჭირდება დროებით. ყველა განვითარებულ ქვეყანაში თავშესაფრებისა და პანსიონატების კარგად განვითარებული ქსელია ორგანიზებული. „ღირსეულ სიბერეში“ - ხანდაზმულები მხოლოდ დღის მონაკვეთს ატარებდნენ და ერთმანეთის დახმარებით სიბერისა და მარტოობის წლებს უმკლავდებოდნენ, თუმცა დღის ცენტრს შენობა აღარ აქვს. მერია კი ამ ეტაპზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ფინანსური რესურსის გამოყოფას ვერ ახერხებს. ქობულეთის მერიას  მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებაზე, მილიონ ნახევარი ათასი ლარია გამოყოფილი

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში