ამერიკისა და რუსეთის ელჩები თავიანთ პოსტებზე დაბრუნდებიან - ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 20:21 951 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაციია მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთი განწესების ადგილას, მოსკოვში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის დაბრუნებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებები შეთანხმდებიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში