რუსეთი თუ საერთაშორისო ნორმებს არ შეასრულებს სხვა ქვეყნები იქ ინვესტიციებს არ დააბანდებენ - ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:39 837 ნახვა

რუსეთი თუ საერთაშორისო ნორმებს თუ არ შეასრულებს, სხვა ქვეყნები იქ ინვესტიციებს არ დააბანდებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვისაუბრეთ ვაჭრობაზეც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენ ბიზნესი ვაწარმოოთ რუსეთთან, თუ ისინი ამას გააკეთებენ საერთაშორისო ნორმების დაცვით. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსი ხალხის საქმე ეკონომიკურად კარგად მიდიოდეს. ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ ისინი არ ასრულებენ საერთშორისო ნორმებს, სხვა ქვეყნები რუსეთში ინვესტიციებს არ დააბანდებენ. ისინი ამას არ გააკეთებენ, ვიდრე ამერიკელი ბიზნესმენი არის დაკავებული. ამერიკელი ბიზნესის ინვესტიციები თუ გსურს, მაშინ ის უნდა გაათავისუფლო“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც 2 ნაწილისგან შედგებოდა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში