პოლიციის შენობიდან კაცის გადმოვარდნის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო

17 ივნისი 2021, 10:00 1074 ნახვა

თბილისის პოლიციის ერთ-ერთი შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში, მართვით სუნთქვაზეა. ექიმის თქმით, დაშავებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს წერეთლის გამზირზე მოხდა.

46 წლის მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. პროცედურების მიმდინარეობის დროს ის მოულოდნელად შენობის მეორე სართულიდან გადახტა.

მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სავარაუდო სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო მოკვლევა. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში