ვაჟა ანანიძის სასამართლო

17 ივნისი 2021, 19:51 1395 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის სარჩელზე მოროგი სხდომა გაიმართა.პროცესი  შეკითხვებსა და  მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს დაეთმო.  პროფესორი ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს დისციპლინური გადაცდომის ბრალდებით გაათავისუფლეს. იგი სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს. საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი სასწავლებლის ხელმძღვანელებს  უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მოსარჩელე  ამბობს, რომ მტკიცებულებების ნაწილი უნივერსიტეტიდან ვერ მოიპოვეს, საქმეში არსებული მასალებით კი ანანიძის დისციპლინური პასუხისმგებლობით გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობს. საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში