საქართველოში კორონავირუსის  671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

18 ივნისი 2021, 10:53 1207 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 657 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 41, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 528, აჭარაში - 224, იმერეთში - 381.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 10, იმერეთში - 14.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 346 - თბილისში, 221- აჭარაში.

5 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 312 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 879, პირი, აჭარაში - 1 320, იმერეთში - 1 097.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში