მამაკაცმა აცრის გამო ცოლი სცემა - ორგანიზაცია "საფარი"

18 ივნისი 2021, 11:10 1809 ნახვა

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ანტივაქსერმა მამაკაცმა აცრის გამო ცოლი სცემა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა.

ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს"-წერს ბაია პატარაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში