სარფში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ - დაკავებულია ორი პირი

18 ივნისი 2021, 11:29 2220 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, საქართველოში მალულად შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ნაკეთობები.

ამოღებულია 508. 66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 8 დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში