არის თუ არა აჭარაში ''ინდური შტამის'' შემთხვევები

18 ივნისი 2021, 11:36 3100 ნახვა

არის თუ არა აჭარაში ''ინდური შტამის'' შემთხვევები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. ნიმუშებს კვლევისთვის​ ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად ამზადებენ. ასეთი კვლევა რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე უკვე ჩატარდა და ჯერ-ჯერობით რეგიონში ე.წ. ინდური შტამი არ გამოვლენილა.

ქვეყნის მასშტაბით კი 18 ფაქტია დადასტურებული, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საერთო შემთხვევების 10%-ში სწორედ ''ინდური შტამი'' ცირკულირებს.

რაც შეეხება ვაქცინაციას – აჭარაში ამ ეტაპზე პირველ დოზებზე რეგისტრაციას მხოლოდ ''ასტრაზენეკაზე'' შეძლებთ. ''სინოვაკზე'' თავისუფალი ადგილები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაემატება, პირველ დოზებზე ჯავშნები უკვე შევსებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში