კვირიკეს რეაბილიტაციის პროექტი

18 ივნისი 2021, 10:46 1276 ნახვა

სოფელ კვირიკეს ადმინისტრაციული ცენტრის რეაბილიტაცია აგვისტოში  დაიწყება.  პროექტი ცენტრის კეთილმოწყობას და საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შესახებ სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია ქობულეთის მერმა  მიაწოდა.    

უკვე დასრულდა სოფელ ქობულეთის, დაბა  ჩაქვისა და ხუცუბნის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  800 ათასი ლარი  დაიხარჯა.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში