მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

18 ივნისი 2021, 14:43 2963 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ‘’112’-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა მოქალაქე, რომლის ადგილსამყოფელს თანმხლები პირები ვერ პოულობდნენ და ითხოვდნენ მაშველების დახმარებას.

მათივე განმარტებით, გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და მოქალაქე ნაპირიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მამაკაცი წყლიდან უკვე გამოყვანილია უვნებლად. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეორე შემთხვევა დაბა ურეკში მოხდა. საგანგებო სიტუაციის მართვის თანამშრომლებმა, სანაპიროდან წყალში შენიშნეს არასრულწოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

"შემთხვევაზე რეაგირება მაშველებმა უმოკლეს დროში მოახდინეს. არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში