ხანძრით დაზარალებული დამატებით დახმარებას ითხოვს

18 ივნისი 2021, 18:37 1141 ნახვა

სოფელ აჭარისწყალში, ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 წევრიანი გვილორიძეების ოჯახი სახელმწიფოსგან  დახმარებას ითხოვს.  სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 7 არასრულწოვანი ცხოვრობს,  სახლი 2018  წელს დაეწვა. მათ  კომპენსაციის სახით 10 000 ლარი მიიღეს.  დაზარალებულები ირწმუნებიან რომ ეს თანხა სახლის ასაშენებლად არასაკმარისია და მშენებლობა შეჩერებული აქვთ. გვილორიძეები ბოლო რამდენიმე თვეა ახლობლებთან ცხოვრობდნენ, მანამდე ქირის თანხას მერია უხდიდა,   კომპენსაციის მიღების შემდეგ კი დაფინანსება შეწყდა.  ოჯახი  ამჟამად მერიისგან საყოფაცხოვრებო ნივთებს და მიწის რეგისტრაციას ითხოვს.  ხელვაჩაურის მერიაში განმარატვენ, რომ გვილორიძეების ოჯახს 2018 წლიდან დღემდე წელიწადში ერთხელ  1000 -დან  1500- მდე ლარით ეხმარებიან, ასევე უკვე გადასცეს  თუნუქის ფურცელი და სამშენებლო მასალა. რაც შეეხება მიწის რეგისტრაციას, მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში