ესპანეთში კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებენ

18 ივნისი 2021, 18:54 1096 ნახვა

ესპანეთში მომავალი კვირიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. ქვეყანაში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება 2020 წლის მაისიდანაა სავალდებულო, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მქონე პირებისთვის, ვისთვისაც პირბადის გამოყენება რთული, ან სახიფათოა. ბოლო მონაცემებით ესპანეთში, სადაც დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინების ორივე დოზა 14 მილიონამდე  ადამიანს აქვს გაკეთებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში