ნინო ლომჯარია პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს მომავალ კვირაში წარუდგენს

19 ივნისი 2021, 12:30 1190 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს გასული წლის ანგარიშს მომავალ სასესიო კვირაში წარუდგენს.ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე კი ანგარიშის განხილვა თერთმეტი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ომბუცმენმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებაზე, გახმაურებულ საქმეებზე, სასამართლო სისტემაში აუცილებელ ძირეულ რეფორმებზე. ნინო ლომჯარიამ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, ხოლო მის რეკომენდაციებზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

დეპუტატებიდან კომიტეტის სხდომას დღის ბოლოს მხოლოდ მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. მას კომიტეტის სხდომა მიჰყავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში