რა შემთხვევაში დაჯარიმდებით ბათუმის ბულვარში სეირნობისას ?

19 ივნისი 2021, 12:17 4770 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იმ აკრძალვების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში პირს ფულადი ჯარიმები დაეკისრება. კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე აკრძალულია ნაგვის დაყრა, სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე და ქვეითების მოძრაობა ველო ბილიკზე.

ბულვარის ადმინისტრაციის თანახმად  2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება იწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით, სხვა დარღვევების შემთხვევაში კი 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმდება ან სამართალდამრღვევს მიეცემა გაფრთხილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში