საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქობულეთში

19 ივნისი 2021, 12:09 1038 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის 530 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე ბეტონის საფარს აგებენ.რეაბილიტირებული გზა სოფელ ლეღვას და ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულებს უკავშირდება. ახალი გზით 50 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში