''ლელო“ კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს 

20 ივნისი 2021, 12:20 1018 ნახვა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართავს და კორუფციის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 21 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს – საქართველოში არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები, ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში