აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

20 ივნისი 2021, 16:26 1888 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე  ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციას ბრალდებული ძმების-წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ და 7-ვე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულია 7 ადამიანი მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. 

შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში