ბათუმში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ რელიგიურ ლიდერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21 ივნისი 2021, 10:28 936 ნახვა

ბათუმში „კოვიდ-19“ -ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებულ საინფორმაციო სესიაში  50-მდე მუსლიმი იმამი და თეოლოგი მონაწილეობდა.

სესიების მიზანი იყო ადგილობრივი თემის ლიდერებისთვის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციასთან პარტნიორობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება,Covid-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები, იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-ის გართულებები ბავშვებში, გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.

სესიის დასრულების შემდეგ რელიგიური ლიდერები მიიწვიეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად ადგილობრივ კლინიკაში ბათუმში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში