აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

21 ივნისი 2021, 11:44 1284 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენების მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებით გუშინ აიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან კარვების გაშლა სცადეს,  რასაც დაპირისპირება მოჰყვა შეკრებილებსა და  სამართალდამცავებს შორის. ამ ფორმით სპორტსმენების მხარდამჭერები  დაკავებული ჭელიძეებისა და წულუკიძეების  გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორები მაღალმთიან აჭარაში ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის პიკეტირებას აანონსებენ.

სპორტსმენები რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, დაახლოებით 2 თვის წინ დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში