აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ბობოყვათში მცხოვრებლები ესწრებოდნენ ხმაური იყო

21 ივნისი 2021, 13:24 1717 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები  უნდა განხილულიყო, ხმაური იყო.

ბობოყვათში მცხოვრებლები საპროტესტო აქციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, სადაც ფინანსთა მინისტრი სიტყვით გამოდიოდა.

აქციის მონაწილეებმა კითხვები, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გადასცეს, რადგან რეგლამენტით ისინი მინისტრს სხვაგვარად კითხვით ვერ მიმართავდნენ, რაც უკმაყოფილების და ხმაურის მიზეზი გახდა.

მათი განცხადებით, ცოტნე ანანიძემ კითხვები სრულად არ წაიკითხა.

"დაგვსვეს იქ და კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცეს. ჩემი ოჯახის  მიწებით ესენი აკეთებენ ფულს. ამის უფლებას არ მივცემთ, ჩვენს სხეულებზე მოუწევთ გადავლა. ბიუჯეტში ფული გამოელიათ და ჩვენ სახლ-კარს ყიდიან. ამისთვის პასუხი მოეთხოვება თითოეულ მათგანს. 

ჩვენ გვაინტერესებდა ბიუჯეტის შევსების ხარჯზე რატომ ხდება ჩვენი მიწა-წყლის კორექტირება. ასევე გვაინტერესებდა როგორ გაიტანეს ტენდერზე მიწის ფართები, როცა კომუნიკაცია არ ჰქონდათ მფლობელებთან. ეს მიწები არის გამოსაკვლევი"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში