ევროსაბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ახანგრძლივებს

21 ივნისი 2021, 13:50 1416 ნახვა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები 2022 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. დაწესებული სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე, ასევე ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ ინვესტიციებზე,

ტურისტულ სექტორზე მოქმედებს. გარდა ამისა, ყირიმსა და სევასტოპოლში იკრძალება ევროკავშირიდან გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, მათ შორის იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიებისა, რომლებიც ნავთობის, გაზის და სხვა მინერალური რესურსების ძიებისთვის გამოიყენება.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უკანონოდ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში