შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს მსოფლიოში 2 674 ბავშვი ემსხვერპლა

22 ივნისი 2021, 09:49 785 ნახვა

მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა.

ამავე მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრულწლოვანი კი - დაშავდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სხვადასხვა დარღვევა 19 379 ბავშვის წინააღმდეგ ჩაიდინეს მსოფლიოში მიმდინარე 21 კონფლიქტში.

ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში