მოსახლეობა სამშენებლო საწარმოს წინააღმდეგ

22 ივნისი 2021, 11:51 951 ნახვა

საპროტესტო აქცია გამართა გვიან ღამით აკაკი შანიძის ჩიხში მცხოვრებლებმა.  მოსახლეობა ითხოვს სამშენებლო მასალების გადამამუშავებელი ქარხნის მენეჯმენტმა უზრუნველყოს სპეციალური ფილტრის დაყენება. გვიყვებიან, რომ მტვერის გამო ვერ აღებენ ფანჯრებს, ქვიშა კი საწარმოს მუშაობის დროს  ეზოებში იფრქვევა.  

 ადგილობრივები ცემენტის მტვერის გამო ჯანმრთელობის  გაუარესების შესახებ  საუბრობენ.  

აქციის მონაწილეები  საწარმოს ხელმძღვანელს შეხვდნენ და  როგორც თქვეს, მისგან დაპირება მიიღეს, რომ საწარმო პრობლემას მოაგვარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში