როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება - ნათია თურნავა ღამის კლუბებზე

22 ივნისი 2021, 12:12 1125 ნახვა

საქართველოში „კომენდანტის საათის“ გაუქმების შემდეგ, რესტორნები, კაფეები და ღამის კლუბები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა კულტურის სამინისტროსტან ერთად იმუშავებს და ღამის კლუბების დახმარების საკითხს განიხილავენ. 

ნათია თურნავას თქმით, ეს არის სეგმენტი, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებულად დაზარალდა. 

''ძალინ კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება. სამწუხაროდ ეს ეხება ღამის კლუბებსაც. ჩვენი ეპიდმიოლოგების მიერ კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთი რისკის მატარებელ ჯგუფად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა არის შესაძლებელი, რომ დავემხაროთ. ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია. ისევე როგორც ბევრი სხვა, მაგრამ როგორც ჩანს შეზღუდვა ყველაზე დიდხანს ამ სეგმენტზე გავრცელდება. მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ და დავეხმაროთ'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში