აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გლობალური კოალიციის შეხვედრა გაიმართება

22 ივნისი 2021, 13:04 710 ნახვა

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად შექმნილი გლობალური კოალიცია, რომელიც 83 პარტნიორ ქვეყანას აერთიანებს, საგარეო უწყებების მინისტრების შეხვედრას 28 ივნისს, იტალიაში გამართავს. 

შეხვედრას თავმჯდომარეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო გაუწევენ.  შეხვედრა რომში გაიმართება. მისი მიზანია ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენების განადგურების გზების განხილვა, აგრეთვე ტერორისტული ქსელის ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა რეგიონებში. 

გლობალური კოალიცია "ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად 2014 წლის 10 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში