ქობულეთში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება იწყება

22 ივნისი 2021, 15:08 1118 ნახვა

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეორე საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში იწყება.

ქობულეთში, ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადდა.

პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტს, 10 500 მოსახლეს მოიცავს, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე კი 50 კმ იქნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში