ბათუმის პორტში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გემი შემოვა

22 ივნისი 2021, 15:46 944 ნახვა

ბათუმის პორტში 26-30 ივნისს გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი HMS Defender შემოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საკითხზე ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა მარკ კლეიტონმა ისაუბრეს. შეხვედრა დღეს შედგა. 

''მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღნიშნული გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა.

ვახტანგ გომელაურმა და მარკ კლეიტონმა ასევე განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში