ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს

22 ივნისი 2021, 18:03 1211 ნახვა

ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ პრემიერისგან ახალი ინფორმაცია არ მიუღია. ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახის პოზიცია ისევ უცვლელია. ხვალ ზაზა გახელაძის დაბადების დღეა და   მისი  გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახი აქციას გამართავს. როგორც ამბობენ,  ოჯახი აპირებს ცხინვალის ტერიტორიაზე გადავიდეს და აქცია იმ ციხის სიახლოვეს მოაწყოს, სადაც ზაზა უკვე 11 თვეა, რაც იმყოფება.  ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება  კი აცხადებს, რომ  ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია პროვოკაციაა და ისინი ამას  არ დაუშვებენ, კანონმდებლობის შესაბამისად აღკვეთენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში