ბათუმის ''დინამომ'' გასვლაზე ქუთაისის ''ტორპედოს'' ფრედ ეთამაშა

22 ივნისი 2021, 21:37 1696 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამო'' სტუმრად ქუთაისის ''ტორპედოს'' ესტუმრა და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ''დინამომ'' უკვე მეორე გასვლითი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო.

ამ მატჩის წინ ორივე გუნდის შემადგენლობაში სიახლეები იყო, ქუთაისურ გუნდს მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაუბრუნდა, ხოლო ბათუმელებს მათი ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი. 

შეხვედრის მეორე წუთზე ბათუმელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. გროცურეკის გადაცემის შემდეგ ყოფილი კლუბის კარში გოლი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. 

34-ე წუთზე გროცურეკის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში თევდორე გრიგალაშვილმა გაიტანა და შავიზღვისპირელებმა ტაიმი 0-2 მოიგეს.

მეორე ნახევარის 63-ე წუთზე ფადი ზიდანის წინააღმდეგ გაგოშიძე დაჯარიმდა და ბათუმის ''დინამოს'' კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ოლეგ მამასახლისმა შეძლო და რიონისპირელები თამაშში დააბრუნა. 

4 წუთში რეკიშის გადაცემის შემდეგ ბურთი ზიდანმა მიიღო, რომელიც გაგოშიძეს გაცდა, დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.

19 თამაშის შემდეგ ბათუმელები 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა მათი მთავარი კონკურენტი თბილისის ''დინამო'' თავისს მე-19 ტურის შეხვედრას ხვალ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ''სამგურალის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში