ზაზა გახელძის მხარდამწერი აქცია

23 ივნისი 2021, 11:59 813 ნახვა

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა , თუმცა აქციაზე უარის თქმას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილებამდე იგი პატრიარქს შეხვდა. ცნობილი გახდა ასევე, რომ  ზაზა გახელაძის ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად საკუთარ ძალებს საპატრიარქოც გამოიყენებს. კერძოდ, პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, უშუამდგომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან. დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით და უკანონო ტყვეობის გასაპროტესტებლად ოჯახი აქციას სიმბოლურად სწორედ დღეს გეგმავს.  უსაფრთხოების მიზნით ქვემო ჭალიდან საოკუპაციო საზღვართან მიმავალ გზაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში