“ტორპედო”2: 2 ბათუმის “დინამო”

23 ივნისი 2021, 13:06 1272 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამო'' სტუმრად ქუთაისის ''ტორპედოს'' ესტუმრა და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ''დინამომ'' უკვე მეორე გასვლითი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო. ამ მატჩის წინ ორივე გუნდის შემადგენლობაში სიახლეები იყო, ქუთაისურ გუნდს მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაუბრუნდა, ხოლო ბათუმელებს მათი ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი. 19 თამაშის შემდეგ ბათუმელები 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა მათი მთავარი კონკურენტი თბილისის ''დინამო'' თავისს მე-19 ტურის შეხვედრას დღეს საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ''სამგურალის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში