ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობას მართავენ

23 ივნისი 2021, 14:13 879 ნახვა

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობას მართავენ.

ისინი დე ფაქტო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას და ხელისუფლებისგან მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეუერთდნენ.

„დღევანდელ აქციას,  დავასრულებთ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ. ამასთან, ოჯახი არ ვაგებთ პასუხს, თუ ვინმე რამეს გააკეთებს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ვაძლევთ კიდევ ერთხელ ვადას და ეს ვადა იქამდე გაგრძელდება, სანამ საპატრიარქოსგან პასუხი არ მოვა", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში