ისტორიკოსების მიმართვა

23 ივნისი 2021, 15:39 1054 ნახვა

‘’ქართლის ცხოვრებიდან’’  რომელიც ქვეყნის ისტორიის მთავარი სახელმძღვანელოა 2008 და 2012 წლის გამოცემებში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპოქებია ამოღებული. - ეს განცხადება მეცნიერებისა და მწერლებისგან შემდგერმა საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ საუბარია პირველ საუკუნეში საქართველოში ანდრია პირველწოდებულის, სიმონ კანანელის და მატათას მიერ ქრისტიანობის ქადაგებასა და დავით გარეჯის შექმნის ისტორიის შესახებ.  საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ისტორია სრული სახით უნდა იყოს წარმოჩენილი და საქართველოს კულტურის მინისტრსა და საქართველოს საპატრიარქოს წერილობით  მიმართავენ, რომ გაეცნონ შექმნილ ვითარებას და მიიღონ სათანადო ზომები, რადგან მათი თქმით, 1955 წელს გამოცემული  ‘’ქართლის ცხოვრება’’ თანამედროვე გადამწერების მიერ ფალსიფიცირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში