უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ

23 ივნისი 2021, 15:45 978 ნახვა

ამ დროისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი ჩაკეტილია, მიზეზი იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტია. მათ ძეგლის მდგომარეობის შესწავლა დღეს დაიწყეს. ერთი კვირის განმავლობაში კედლის მხატვრობის ექსპერტები და რესტავრატორები 2008 წლის გადახურვის პროექტის ხარვეზებს დააკვირდებიან, საბოლოო დასკვნის მეშვეობით კი, სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის ჩაკეტვა პროცესის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ანელებს. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექსპერტების სურვილი იყო, რომ საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში