„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საკანონმდებლო ინიციატივა

23 ივნისი 2021, 17:57 929 ნახვა

19-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდეს და დაწესდეს კომპენსაციები-საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ ეკუთვნის.  ცვლილებებით განსაზღვრულია კომპენსაციის გაცემის წესი, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები და კომპენსაციის ოდენობა. ამასთან, მოქალაქეები, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 12 000 ლარის ოდენობით, ასევე მათთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით სიცოცხლის ბოლომდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში