მძღოლთა შრომითი უფლებები

16 ნოემბერი 2016, 00:00 3925 ნახვა

დაბალი ანაზღაურება და არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები. მძღოლთა შრომითი უფლებების დარღვევებზე საუბრობენ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.  ორგანიზაციამ საკითხზე კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტში საქალაქო და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლები გამოიკითხნენ. რომლის თანახმად, მძღოლებს ტრანსპორტის ტექნიკურად გამართვა საკუთარი სახსრებით უწევთ. ორგანიზაცია სამთავრობო უწყებებს პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში