საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

25 ივნისი 2021, 10:56 839 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 282, „პისიარ“ ტესტით – 13 822.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,05%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348267 გამოჯანმრთელდა, 5237 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 248 545 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 201.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში