„ძალა ევროპაშია“-საინფორმაციო შეხვედრა

25 ივნისი 2021, 11:44 871 ნახვა

„ძალა ევროპაშია“ პროექტის ფარგლებში  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საინფორმაციო  შეხვედრა ბათუმის ბიბლიოთეკაში გამართა.  შეხვედრაზე, რომლის მიზანიც  დასავლური ღირებულებების სწორად გააზრება და პოპულარიზაციაა,  სტუდენტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა  პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე განიხილეს საქართველოში  რუსული გავლენების და საბჭოთა ნოსტალგიის საკითხები, რაც ექსპერტების შეფასებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში