მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2021, 18:03 1351 ნახვა

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ წუთებში ღონისძიებები ფოთში მიმდინარეობს, სადაც  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმყოფება. ის ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს მოინახულებს და შეხვდება აკადემიის სტუდენტებს და მეზღვაურებს. ღონისძიებები  ხვალ დაგეგმილია ბათუმში. 

მეზღვაურების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად  მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ყოველწლიურად აღნიშნავს. 

ორგანიზაციაში  გაერთიანებულია 174 წევრი სახელმწიფო და სამი ასოცირებული წევრი ქვეყანა. საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას  1993 წელს შეუერთდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში