პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა ხვალ გაგრძელდება

27 ივნისი 2021, 12:20 1341 ნახვა

პარლამენტის ხვალინდელ  რიგგარეშე სხდომაზე მთავარი საკითხი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში იქნება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად.რიგგარეშე სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში.

ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები.პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს - საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში