ტრაგედია მაიამიში

27 ივნისი 2021, 12:03 1445 ნახვა

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, 156 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. BBC-ის ინფორმაციით, დაკარგულების გადარჩენის ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომა გახდა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას. შემთხვევა 25 ივნისს გამთენიისას მოხდა, როდესაც მცხოვრებლების უმეტესობას ეძინა. მომხდარის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში