ძალისმიერი სპორტის მონაწილეები უკრაინიდან დაბრუნდნენ

28 ივნისი 2021, 09:51 925 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ევროპის  ჩემპიონატი ძალისმიერ  სპორტში ქართველი მონაწილეების  ტრიუმფით დასრულდა. საერთაშორისო ჩემპიონატში სამი ბათუმელი ძალოსანი სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს.

ოდესაში მიმდინარე ევროპის ძალისმიერ ჩემპიონატში 8 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ქართველი ძალოსნები ბათუმის აეროპორტში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდნენ. მათ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში