მოლაპარაკებები ჯერ პროცესშია და ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს როდის მივიღებთ ''ასტრაზენეკას'' დოზებს - ჯანდაცვის მინისტრი 

28 ივნისი 2021, 12:46 734 ნახვა

საქართველოს  ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ''ასტრაზენეკას'' დამატებითი დოზების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი კონკრეტული თარიღი. 

ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ვაქცინა მეათე კვირის შემდეგ უწევდა, აცრის გარეშე არ დარჩება. 

''ასტარზენეკას'' ვაქცინირების პროცესში მნიშვნელოვანი არის აცრებს შორის დაცული იყოს გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრობლემა შეიქმნა, რომელმაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი ''ხელით ყოფილიყო'' მართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პირველი დოზის მიღებიდან მეათე და მეთორმეტე კვირა ამ ჯგუფზე გავაკეთეთ პრიორიტეტი. 

რეგისტრირებული იყვნენ ასევე მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ მხოლოდ  მეშვიდე, მერვე ან მეცხრე კვირა, რაც ასევე არ არის აკრძალული. ჩვენ ამ ადამიანების რიგის მანუალური მართვა მოვახდინეთ, რის შედეგადაც ყველა მოქალაქეს მიეწოდება მისთვის კუთვნილი ვაქცინა ეტაპობრივად. 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ასევე კოვაქსთან, რათა კუთვნილი 43 000 დოზა დროულად მოგვაწოდონ. ეს მოლაპარაკებები სამწუხაროდ ჯერ პროცესშია და ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს როდის მივიღებთ დოზებს'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში