საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს შესაძლოა 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს - თამარ გაბუნია

29 ივნისი 2021, 12:33 786 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოვა მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსის აუნდა მონიტორინგდებოდეს ტესტირების საშუალებით.

"72 საათის განმავლობაში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეთ დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა სამომავლოდ, ამ რისკების გათვალისწინებით იგეგმება ტესტირების სქემის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება,შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში