პირველი ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება

29 ივნისი 2021, 13:41 1246 ნახვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.

პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე,  ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში