რა შემთხვევაში შეძლებთ გერმანიაში შესვლას

29 ივნისი 2021, 14:15 1886 ნახვა

გერმანიაში შესვლა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი Pfizer-BioTech-ითAstraZeneca-თი, Moderna-ს ან  Janssen (J&J) -ის ვაქცინებით აქვთ ჩატარებული. 

ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილთათვის გერმანია ამ ეტაპზე საზღვარს არ ხსნის, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა, კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლიათ გერმანიაში შესვლა

''საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქამდე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა გარკვეული პირობებით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან, სხვა მიზნებითაც, მათ შორის ტურისტული მიზნითაც შეუძლია გერმანიაში გამგზავრება. ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე.

PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. ასევე იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის.

გასათვალისწინებელია, პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ.'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაქცინის გარეშე გერმანიაში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის უნდა არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.

''შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიაში შესვლა შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემდეგი პირებისთვის:

გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,  მათ შორის ბიზნეს-ვიზიტები, ამ ვიზიტის გადაუდებლობის დამადასტურებელი დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში 

გარკვეული წინაპირობებით, კონგრესებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილე პირები,

ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,

მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,

სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,

სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,

სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი,

პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,

პირები, რომლების მგზავრობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით,

გარკვეული წინაპირობებით, მოკლევადიანი ვიზიტი ოჯახის წევრთან ან პარტნიორთან, რომელთანაც პირი ქორწინებაში არ იმყოფება,

პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,

რეპატრიანტები,

ტრანზიტული მგზავრები.

ვრცლად ნახეთ ლინკზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/287?fbclid=IwAR1WpiIgdrH-3nhTaWIetTyMqayTz_9bHeQvUgTHl4dGEnTnr-y3JVRqEVc

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში